რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში 9 მაისის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად დსთ-ს წევრი თითქმის ყველა ქვეყნის ლიდერი ჩავიდა
რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში 9 მაისის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად დსთ-ს წევრი თითქმის ყველა ქვეყნის ლიდერი ჩავიდა

მოსკოვში 9 მაისის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად დსთ-ს წევრი თითქმის ყველა ქვეყნის ლიდერი ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ლიდერებს შორის არიან ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

რუსული მედიის ცნობით, ორშაბათს მოსკოვში ელოდებიან ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ლიდერებსაც.

ჯერჯერობით უცნობია, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას აზერბაიჯანისა და თურქმენეთის პრეზიდენტები.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ აღლუმზე ჩასულ სახელმწიფოს მეთაურებთან ვლადიმირ პუტინს დაგეგმილი აქვს არაფორმალური საუზმე. ისინი ასევე გვირგვინით შეამკობენ უცნობი ჯარისკაცის საფლავს.