ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ამის შესახებ პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტოში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით შეტყობინება ამ ეტაპისთვის არც იაპონიაში საქართველოს საელჩოში შესულა.
იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 6.7 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიამ ნგრევა გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ორი ადამიანი, 110 დაშავებულია, 19 კი, უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. მიწისძვრის შედეგად მთიან რეგიონებში მეწყერიც ჩამოწვა.