ამ დროის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგებს საქართველოში პრობლემები არ გამოუწვევია
ამ დროის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგებს საქართველოში პრობლემები არ გამოუწვევია.
როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მიწისძვრით გამოწვეული პრობლემების შესახებ შეტყობინებები ამ დრომდე არ შესულა.
აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 15 კმ-ში 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრა თბილისის დროით, 22:40 საათზე, აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 15 კმ-ში მოხდა.
თბილისში ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა. მიწისქვეშა ბიძგები რამდენჯერმა განმეორდა.