გერმანიაში, დრეზდენში კაროლას ხიდი ჩაინგრა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 03:00 საათზე მოხდა. კაროლას ხიდი მდინარე ელბაზე არსებული ოთხი ხიდიდან ერთ-ერთია.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ხიდის ჩანგრევა, სავარაუდოდ, დიდ სატრანსპორტო ქაოსს გამოიწვევს.
ქალაქის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შემთხვევის დროს ხიდზე არავინ იმყოფებოდა და, შესაბამისად, ჩანგრევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საავტომობილო, ასევე გემების მიმოსვლა გაურკვეველი ვადით შეჩერებულია. ხიდის ჩანგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.