ბუნდესლიგაში გრძელდება “დორტმუნდის” კრიზისი – პეტერ ბოშის გუნდმა მე-15 ტურში საკუთარ მოედანზე წააგო “ვერდერთან” და მისმა მოუგებელმა სერიამ რვა მატჩს მიაღწია. დორტმუნდელებს 30 სექტემბრის შემდეგ არ აქვთ გამარჯვება გერმანიის ჩემპიონატში.
ბრემენელებმა ანგარიში 26-ე წუთზე გახსნეს. ეს ბურთი ობამეიანგმა 57-ე წუთზე გაქვითა, მაგრამ 65-ე წუთზე ჩეხმა გებრესელასიემ გამარჯვების გოლი გაიტანა – 2:1 სტუმრების სასარგებლოდ. “დორტმუნდი” მეშვიდე ადგილამდე დაქვეითდა.
ბოლო რვა მატჩში “ბაიერნმა” მეშვიდედ მოიგო. ლიდერმა სტუმრად დაამარცხა “აინტრახტი” – 1:0. ერთადერთი გოლი არტურო ვიდალმა გაიტანა მე-20 წუთზე. აღსანიშნავია, რომ ჩილელმა ბუნდესლიგის ზედიზედ მეოთხე მატჩში გამოიჩინა თავი.
“ბაიერნის” უახლოესმა მდევარმა “ლაიპციგმა” შინ ვერ მოუგო “მაინცს” (2:2) და მათ შორის სხვაობა რვა ქულამდე გაიზარდა.