მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) ახალი სერიოზული მტკიცებულებები მიიღო სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე რუსული დოპინგ-სისტემის არსებობის შესახებ.
იტყობინებიან, რომ WADA-მ ამ საქმის გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მონაცემები თავისი ერთ-ერთი ინკოგნიტო ინფორმატორისგან მიიღო.
მიღებულ ცნობებში დეტალური ინფორმაციაა რუსი სპორტსმენების ათასობით დოპინგ-სინჯზე, რომელიც მოსკოვის ლაბორატორიაში 2012 წლის იანვრიდან 2015 წლის აგვისტომდე აიღეს. ასევე არის ბევრი მტკიცებულება, რომელიც რიჩარდ მაკლარენის კომისიის დასკვნებს ადასტურებს.
უახლოეს დროში ინფორმაციას გადასცემენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კომისიებს, რომლებსაც დენის ოსვალდი და სამუელ შმიდი ხელმძღვანელობენ.