დონეცკთან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მანქანა აფეთქდა, დაშავებულია ათი ჯარისკაცი
დონეცკთან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მანქანა აფეთქდა. დაშავებულია ათი ჯარისკაცი.
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებით, მანქანის ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქების ფაქტზე დაწყებულია წინასწარი გამოძიება.
პროკურატურის ცნობით, სამხედრო კოლონის ერთ-ერთი მანქანა 9 ივნისს, დილით გადაადგილების დროს დაუდგენელ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქდა. დაშავებულ სამხედროებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.