დონეცკში მიკროავტობუსი ნაღმზე აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია კიდევ რამდენიმე მოქალაქე.
ინციდენტი ე.წ. ბუფერულ ზონაში მოხდა. თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსი გზიდან გამოვიდა და ნაღმზე აფეთქდა. ერთ-ერთი დაღუპული 61 წლის მძღოლია, მეორე კი პენსიონერი, რომელიც ავტომობილით კუთვნილი პენსიის მისაღებად მიემგზავრებოდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.