დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, რუსული მხარის მიერ ოლქზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა
ღამით რუსული მხარის მიერ დოცენკის ოლქზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს.
„შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განხორციელდა კიევზეც.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა.