დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა, დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი
დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია. დაშავებულია 40-ზე მეტი პირი.
ადგილობრივ ხელისუფლებაში შიშობენ, რომ ეს რიცხვი, შესაძლოა, საბოლოო არ იყოს.
სარაკეტო თავდასხმა სავაჭრო ცენტრზე 9 აგვისტოს განხორციელდა, რის შედეგადაც ასევე დაზიანდა ახლომდებარე საცხოვრებელი სახლები და მაღაზიები.