დონეცკის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ რუსეთი ინტენსიურად ბომბავს დასახლებულ პუნქტებს ე.წ. შეხების ხაზთან
დონეცკის ოლქის გუბერნატორი პაველ კირილენკო აცხადებს, რომ რუსეთი ინტენსიურად ბომბავს დასახლებულ პუნქტებს ე.წ. შეხების ხაზთან, რომელიც უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისგან ყოფს.
კირილენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს დანგრეული საცხოვრებელი სახლების ფოტოებს. მისი ცნობით, დილიდან რუსულმა ძალებმა დარტყმები განახორციელეს მარიინკაზე და ნოვომიხაილოვკაზე, რის შემდეგ აღნიშნული დასახლებების მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. ასევე, ღამით რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ავდეევკას, მარიინკას, კრასნოგოროვკას და მათ მიმდებარე რაიონებს.