დონეცკის გარეუბანში მდებარე ბაზარზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20 დაშავდა
უკრაინაში, რუსეთის მიერ კონტროლირებად ქალაქ დონეცკის გარეუბანში მდებარე ბაზარზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20 დაშავდა.
რუსეთის მიერ დანიშნული ქალაქის მერის, ალექსეი კულემზინის თქმით, ტერიტორია, სადაც მაღაზიები და ბაზარია განთავსებული, უკრაინულმა ძალებმა დაბომბეს.
უკრაინულ მხარეს მომხდარის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.