დონბასში მყოფი პრორუსი მებრძოლების მუქარის გამო უკრაინა სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრას იწვევს
დონბასში მყოფი პრორუსი მებრძოლების მუქარის გამო უკრაინა სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრას იწვევს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ გააკეთა.
მისვე განცხადებით, პრორუსი მებრძოლები უკრაინული პოზიციების მისამართით ცეცხლის გახსნით იმუქრებიან.
„ცხადია, რომ ეს ქმედება არის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევისთვის გზების სასოწარკვეთილი ძიება. ესა აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა კულებამ.
მანამდე, პრორუსი მებრძოლების ლიდერმა ბრძანება გასცა, რომ 7 სექტემბერს ცეცხლი გაუხსნან უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციებს. მათი თქმით, უკრაინამ დაარღვია სამშვიდობო შეთანხმება და საინჟინრო ნაგებობა ჩაგდა.