დონბასში გასული ღამის განმავლობაში ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა
დონბასში გასული ღამის განმავლობაში ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

დონბასში გასული ღამის განმავლობაში ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ჩვიდმეტჯერ დაარღვიეს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ფორმირებებმა აკრძალული ნაღმტყორცნები და ყუმბარმტყორცნები გამოიყენეს.

შეგახსენებთ, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდგომარეობა აპრილის დასაწყისიდან უკიდურესად დაძაბულია.