დონბასში ძალების დაშორიშორების პროცესი მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. როგორც ცნობილია, პროცესი პეტროვსკის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
მანამდე დონბასის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის სეპარატისტებმა და უკრაინულმა მხარემ პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით მზადყოფნის ნიშნად სასიგნალო რაკეტები გაუშვეს. მედიის ცნობით, შეხების ხაზთან მიმდინარე დაშორიშორების პროცესს თვალყურს ადევნებენ ეუთო-ს წარმომადგენლები.
ძალათა დაშორიშორება 2016 წლის სექტემბერში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ხდება. აღნიშნული დოკუმენტი სამ ადგილზე, ზოლოტოეში, პეტროსკსა და სტანივა ლუგანსკაიაში უსაფრთხოების ზონების შექმნას ითვალისწინებს.