დონალდ ტუსკმა მალტელი ჟურნალისტის, დაფნე კარუანა გალიციას ხსოვნას პატივი მიაგო 
დონალდ ტუსკმა მალტელი ჟურნალისტის, დაფნე კარუანა გალიციას ხსოვნას პატივი მიაგო 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ​მალტელი ჟურნალისტის, დაფნე კარუანა გალიციას ხსოვნას პატივი მიაგო.

დონალდ ტუსკი მალტაში იმყოფება და როგორც ევროპულ საბჭოში განმარტეს, ტუსკის დიდი სურვილი იყო, პირადად მიესამძიმრებინა დაღუპული ჟურნალისტის ოჯახის წევრებისთვის.

დონალდ ტუსკმა ყვავილებით შეამკო დაფნა კარუანა გალიციას საფლავი და ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდა.

მალტელი ჟურნალისტი, რომელიც პანამის დოკუმენტებს იძიებდა და მალტის ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებდა, საკუთარ სახლთან მანქანის აფეთქებას ემსხვერპლა. ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე 10 პირია დაკავებული.