დონალდ ტუსკი წერილს აქვეყნებს, რომელიც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას უკავშირდება
ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი წერილს აქვეყნებს, რომელიც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას უკავშირდება.
დონალდ ტუსკი აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ აბსოლუტურად შესაძლებელია იმ სცენარის განვითარება, სადაც ბრიტანეთი და ევროკავშირი შეთანხმებას ვერ აღწევენ.
„თუ პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ, კატასტროფის თავიდან აცილებას შევძლებთ“, – წერს დონალდ ტუსკი წერილში.
ევროკავშირი და ბრიტანეთი „ბრექსითის“ პირობებზე წლის ბოლომდე უნდა შეთანხმდნენ, რათა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შეთანხმების რატიფიკაცია მოასწრონ.