დონალდ ტუსკი - ვინც ამტკიცებს, რომ ლიბერალურმა დემოკრატიამ თავი ამოწურა, ასევე ამტკიცებს, რომ ამოწურა თავისუფლებები, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები
დონალდ ტუსკი - ვინც ამტკიცებს, რომ ლიბერალურმა დემოკრატიამ თავი ამოწურა, ასევე ამტკიცებს, რომ ამოწურა თავისუფლებები, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები

ვინც ამტკიცებს, რომ ლიბერალურმა დემოკრატიამ თავი ამოწურა, ასევე ამტკიცებს, რომ თავად ამოწურა თავისუფლებები, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა რუსეთის პრეზიდენტის კომენტარის პასუხად განაცხადა.

ვლადიმერ პუტინმა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში თქვა, რომ ლიბერალიზმი მოძველდა. დონალდ ტუსკის გაცხადებით, რეალურად მოძველებულია ავტორიტარიზმი, პიროვნების კულტები და ოლიგარქების მმართველობა, მაშინაც კი, თუ ზოგჯერ ისინი ეფექტურები ჩანან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტზე ქალაქ ოსაკაში ჩასვლამდე, ჰიროსიმა და ნაგასაკი მოინახულა და ბირთვული დაბომბვის დროს გადარჩენილ ადამიანებს შეხვდა. ტუსკის განცხადებით, ისინი მეტისმეტად კარგად აცნობიერებენ საერთაშორისო თანამშრომლობის ღირებულებას და იციან, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს გლობალურმა კონფლიქტმა.

„ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ლიბერალური იდეა მკვლელობაზე, ძარცვასა და ძალადობაზე არაფრის გაკეთებას არ მიიჩნევს საჭიროდ. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ლიბერალიზმს არსებობის უფლება აქვს, თუმცა მას არ აქვს უფლება იყოს აბსოლუტური დომინირებული ფაქტორი.