დონალდ ტუსკი - საბჭოთა კავშირის დაშლა იყო წყალობა
დონალდ ტუსკი - საბჭოთა კავშირის დაშლა იყო წყალობა

საბჭოთა კავშირის დაშლა ქართველებისთვის წყალობა იყო. ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„საბჭოთა კავშირის დაშლა არ ყოფილა საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა. დღეს საქართველოში მე მინდა, ვთქვა ხმამაღლა და მკაფიოდ: საბჭოთა კავშირის დაშლა იყო წყალობა ქართველებისთვის, პოლონელებისთვის, უკრაინელებსთვის და მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის. ასევე რუსეთისთვის“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი.

დონალდ ტუსკი ბათუმში მიმდინარე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ მონაწილეობს, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.