დონალდ ტუსკი - პოლონეთს უკრაინისთვის გადასაცემად „პეტრიოტის“ კომპლექსის მარაგი არ აქვს, მაგრამ მას სხვა ხერხებით დაეხმარება
პოლონეთს უკრაინისთვის გადასაცემად „პეტრიოტის“ კომპლექსის მარაგი არ აქვს, მაგრამ უკრაინას სხვა ხერხებით დაეხმარება, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
ტუსკის თქმით, „პეტრიოტის“ ბატარეა, რომელიც ჟეშუვშია განთავსებული, არის არა პოლონეთის, არამედ ამერიკის საკუთრებაში.
„მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ რეზერვში არ გვაქვს „პეტრიოტის“ ბატარეა და ამას ყველა ხვდება. კიევთან ერთად, ყველამ იცის, რომ უკრაინის მხარდაჭერაზე როცა ვსაუბრობთ, ჩვენ ჩვენი დავალება პირნათლად შევასრულეთ“, – განაცხადა ტუსკმა.
როგორც ტუსკმა აღნიშნა, „არსებობს სხვა ტიპის იარაღიც, რომელიც ეხმარება უკრაინას ცის უსაფრთხოებაში და ამ მიმართულებით პოლონეთი აქტიურობას გააგრძელებს“.