ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი პოლონეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნებას გეგმავს.
„ნამდვილად არ ვაპირებ პენსიაზე გასვლას. 2019 წელს აქ ვიქნები და არავინ იფიქროს, რომ ტელევიზორის ყურებით და შვილიშვილებთან ფეხბურთის თამაშით ვიქნები დაკავებული“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
22 აპრილს დონალდ ტუსკი 61 წლის ხდება. დაიაბადა გდანსკში. 1989 წელს ტუსკი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის რიგებში გაერთიანდა, 1991 წელს კი პოლონეთის სეიმის წევრი გახდა. 1997-2001 წლებში დონალდ ტუსკი სენატის თავდმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. 2007 -14 წლებში კი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს. ტუსკი 200-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორია. პოლიტიკოსს უყვარს ფეხბურთი და ფოტოგრაფია. ფლობს ინგლისურ და გერმანულ ენებს.