დონალდ ტუსკი - პოლონეთი და უკრაინა სოფლის მეურნეობის იმპორტთან დაკავშირებული შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან
დონალდ ტუსკი - პოლონეთი და უკრაინა სოფლის მეურნეობის იმპორტთან დაკავშირებული შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან

პოლონეთი და უკრაინა სოფლის მეურნეობის იმპორტთან დაკავშირებული შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც „როიტერი“ წერს, მოლაპარაკებების შედეგად ამ ეტაპისთვის ვერ გადაიჭრა ის საკითხები, რომლებმაც ფერმერების პროტესტი გამოიწვია.

„რა თქმა უნდა, არც პრემიერ-მინისტრი შმიგალი და არც მე არ ვიქნებით 100%-ით კმაყოფილი, მაგრამ ეს არის ის, რაც თანამედროვე პოლიტიკაშია – გადაწყვეტილებების ძიება, რომელიც, შესაძლოა, ყველა მხარისთვის არ იყოს სასიამოვნო, მაგრამ ის დაიცავს პოლონელი ფერმერების, პოლონელი მწარმოებლების და, მეორე მხრივ, უკრაინელთა ძირითად ინტერესებს“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, დენის შმიგალთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.