დონალდ ტუსკი - მომდევნო კვირას ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ ზომებს მიიღებს
ევროკავშირი მომავალ კვირას, ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ზომებს მიიღებს. განცხადება ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა გააკეთა.
„ჩვენი მიზანია, რომ ვიყოთ უფრო ერთიანები და ჩვენ ეს გამოგვივიდა“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
მანამდე განცხადება ლიტვის პრეზიდენტმა გააკეთა. დალია გრიბაუსკაიტეს თქმით, რუს ოფიცრებს, რომლებიც დიპლომატიურ სტატუსს არიან ამოფარებული, ლიტვა ქვეყნიდან გააძევებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის გადაწყვეტილებით, ბრიტანეთიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევეს. ლონდონი მოსკოვს ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლაში ადანაშაულებს.