სავაჭრო დავით და ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლით, აშშ-მა ევროპას ილუზიებისგან თავი დააღწევინა – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა. დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირი ერთიანი უნდა იყოს ახალი ფენომენის მიმართ, რაც ამერიკის ადმინსიტრაციის კაპრიზებსა და თვითდაჯერებაში გამოიხატება.
„ტრამპის ბოლო გადაწყვეტილებების ფონზე, შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ ასეთ მეგობრებთან, ჩვენ მტრები არ გვჭირდება. მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ევროპა პრეზიდენტ ტრამპის მადლობელი უნდა იყოს, რადგან ჩვენ თავი დავაღწიეთ ილუზიებს“ – თქვა ტუსკმა.