დონალდ ტუსკი - ევროპული არჩევნები პოლონეთის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტია
ევროპული არჩევნები პოლონეთის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტია, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვარშავაში განაცხადა, როდესაც ათასობით მხარდამჭერს სიტყვით მიმართავდა.
„ჩვენ ყველანი ყოველდღიურად ვართ ორიენტირებული, რომ გავაძლიეროთ პოლონეთი, გავაძლიეროთ ევროპა, პოლონელები გაერთიანდნენ და ევროპა იყოს გაერთიანებული, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომ ავიცილოთ ომის დრამა აქ, ჩვენს მიწებზე“, – განუცხადა ტუსკმა შეკრებილ მხარდამჭერებს.
ევროპის 27 ქვეყანა ახალი მოწვევის ევროპარლამენტის ასარჩევად ემზადება. არჩევნები ამ კვირაში გაიმართება, სადაც ხმის მიცემის უფლება 373 მილიონ მოქალაქეს აქვს. 6-9 ივნისს დანიშნული არჩევნების შედეგი ასევე იმოქმედებს იმაზე, თუ ვინ გახდება ევროკომისიის ახალი პრეზიდენტი.