ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, რომელიც უახლოეს ხანში დატოვებს თანამდებობას, „ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე“ გახდება“. ინფორმაციას „ეუროაკტივი“ ავრცელებს.
გამოცემა იუწყება, რომ ტუსკის ამ თანამდებობაზე 20 ნოემბერს, ზაგრებში დაგეგმილ ყრილობაზე დაამტკიცებენ.
აღსანიშნავია, რომ პოლონელი პოლიტიკოსი ერთადერთი კანდიდატია, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარედ იყრის კენჭს.
დონალდ ტუსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობას პირველ დეკემბერს დატოვებს. მას ბელგიის პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი ჩაანაცვლებს.