დონალდ ტუსკი - „ევროპის სახალხო პარტია“ პოროშენკოს წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების გამო შეშფოთებულია
„ევროპის სახალხო პარტია“ პოროშენკოს წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა გააკეთა.
„ევროპის სახალხო პარტია“ შეშფოთებულია პოროშენკოს წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკური საქმეების გამო. ეს ბრალდებები არ უნდა აღიქმებოდეს პოლიტიკურად მოტივირებულად და არ შეიძლება იყოს პოლიტიკურად მოტივირებული კონკრეტული პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ“, – წერს დონალდ ტუსკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
მისივე თქმით, ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერს რეფორმების გაგრძელებას და მოუწოდებს უკრაინას, „შანსი არ დაკარგოს“.
შეგახსენებთ, რომ 10 ივნისს უკრაინის სახელმწიფო ბიუროში განაცხადეს, რომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ წერილი გადასცეს.