დონალდ ტუსკი - ევროპა აშშ-სთან ურთიერთობებში ყველაზე ცუდი სცენარისთვის უნდა იყოს მზად
დონალდ ტუსკი - ევროპა აშშ-სთან ურთიერთობებში ყველაზე ცუდი სცენარისთვის უნდა იყოს მზად

ევროპა აშშ-სთან ურთიერთობების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარისთვის უნდა იყოს მზად. ეს შეფასება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ღია წერილში გააკეთა, რომელიც მან ევროკავშირის სამიტის წინ გამოაქვყნა.

„სამწუხაროდ ევროკავშირისა და აშშ-ს შორის უთანხმოება ვაჭრობას სცდება. მე გაგიზიარებთ ჩემს პოლიტიკურ შეფასებას. ჩემი მოსაზრებით, რა თქმა უნდა საუკეთესოს იმედი გვაქვს, მაგრამ ყველაზე ცუდი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ. მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინება, რაც დიდი შვიდიანის სამიტის შემდეგ გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ დაჟინებით ვცდილობთ შევინარჩუნოთ დასავლეთის ერთიანობა, ტრანსატლანტიკური ურთიერთობები, ტრამპის პოლიტიკის გამო მაინც დიდ ზეწოლას განიცდის.“ – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის რამდენიმე ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ, აშშ-ისა და ევროკავშირის ურთიერთობებში დაძაბულობა გამოიწვია. ტრამპმა უარი თქვა პარიზის კლიმატური შეთანხმების მხარდაჭერაზე, ასევე აშშ-ის საელჩო ისრაელიდან იერუსალიმში გადაიტანა, გამოიყვანა შტატები ირანთან გაფორმებული „ბირთვული შეთანხმებიდან“ და ალუმინსა და ფოლადის იმპორტზე ტარიფები დააწესა.

ამ ნაბიჯებმა ევროპაში უკმაყოფილება გამოიწვია.