დონალდ ტუსკი - ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ სამომავლო კავშირებზე ლონდონის იდეები ილუზიაა
ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ სამომავლო კავშირებზე ლონდონის იდეები ილუზიაა – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბრიუსელში განაცხადა.
დონალდ ტუსკმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე მეტ სიცხადეს ლონდონში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.
„მოხარული ვარ, რომ ბრიტანეთის მთავრობა უფრო დეტალური პოზიციის ჩვენებას შეეცდება, თუმცა ვშიშობ, მათი დღევანდელი პოზიციები ილუზიას ეფუძნება. ჩანს, თითქოს, „ნამცხვრის“ ფილოსოფია კვლავ ცოცხლობს. თავიდანვე ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ნათელი პრინციპი იყო, რომ შეუძლებელია ალუბლის კრეფა და საერთო ბაზრის სხვადასხვა არჩევანი“ – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.
მანამდე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ სურს ბრიტანეთს საკუთარი ნამცხვარი ჰქონდეს და მიირთვას. პრესკონფერენციაზე დონალდ ტუსკმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთის გასვლის საკითხზე ევროკავშირის 27 სახელმწიფო საერთო პოზიციას მარტში მიიღებს.