დონალდ ტუსკი - ეჭვგარეშეა, რუსეთი არ არის და არც მომავალში იქნება მშვიდობიანი დასავლეთის, ნატო-ს, განსაკუთრებით, პოლონეთის მიმართ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნატო-სთან ღია კონფლიქტი გადაწყვიტოს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ პოლონეთის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის რისკია, მაგრამ ჯერჯერობით ომის საფრთხე არ არსებობს. ამის შესახებ მან პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ პოლონეთს არ ემუქრება პირდაპირი საფრთხე, მაგრამ აღიარა, რომ არის ინციდენტები, განსაკუთრებით, საჰაერო სივრცეში.
„ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი არ არის და არც მომავალში იქნება მშვიდობიანი დასავლეთთან, ნატო-სთან და, განსაკუთრებით, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებთან მიმართებაში, განსაკუთრებით, პოლონეთის მიმართ, მაგრამ მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი გადაწყვეტს ღია კონფლიქტს ნატო-სთან“, – განაცხადა ტუსკიმ.
პოლონეთის პრემიერის თქმით, თუ ასეთი სცენარის ალბათობა გაიზრდება, ნატო პრაქტიკულად შეწყვეტს ფუნქციონირებას.