დონალდ ტრამპი შესაძლოა, ევროკავშირისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყოს, რადგან ის „ბლოკის დაშლაზე“ ლოცულობს, – ეს განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გააკეთა.
„პირველად ხდება ისტორიის განმავლობაში, რომ ამერიკის პრეზიდენტი ევროპის ერთიანობის წინააღმდეგ გამოდის. ის მხარს უჭერს ბრექსიტს და ბლოკის დანგრევაზე ლოცულობს“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა გერმანულ გაზეთთან ინტერვიუში.
პოლონეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი დონალდ ტუსკი რამდენიმე დღეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტს, რომელსაც ხუთი წლის განმავლობაში იკავებდა, ოფიციალურად დატოვებს. ის „ევროპის სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელი გახდა.