დონალდ ტუსკი - დონალდ ტრამპი და იაროსლავ კაჩინსკი იქცევიან, როგორც ცუდად აღზრდილი ბავშვები ქვიშაში თამაშის დროს
დონალდ ტუსკი - დონალდ ტრამპი და იაროსლავ კაჩინსკი იქცევიან, როგორც ცუდად აღზრდილი ბავშვები ქვიშაში თამაშის დროს

დონალდ ტრამპი და იაროსლავ კაჩინსკი იქცევიან, როგორც ცუდად აღზრდილი ბავშვები ქვიშაში თამაშის დროს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა კერძო ტელეკომპანია „ტივიენ24“-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

ტუსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი და პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერი მსგავს სტრატეგიებს იყენებენ, რაც საზოგადოების დაყოფასა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად პროპაგანდის გამოყენებას გულისხმობს.

„ეს არის რადიკალი მემარჯვენეებისთვის დამახასიათებელი. თუ შევხედავთ ტრამპის ქცევას, განსაკუთრებით ბოლო საათების განმავლობაში, ან იაროსლავ კაჩინსკის, გამოჩნდება, რომ მათი საერთო მახასიათებელი შემდეგია – იქცევიან როგორც ცუდად აღზრდილი ბავშვები ქვიშაში თამაშის დროს. კონფლიქტი, გაუმართლებელი აგრესია მათი ელემენტია“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.