ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის შეხვედრა 1-ელ მარტს გაიმართება, ამის შესახებ ინფორმაციას დონალდ ტუსკის პრესსამსახური ავრცელებს.
ტერეზა მეი 2 მარტს განცხადების გაკეთებას გეგმავს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიმართვაში საუბარი იქნება ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ ლონდონსა და ბრიუსელს შორის სამომავლო კავშირების პერსპექტივებზე.