დონალდ ტუსკი და ჟან კლოდ იუნკერი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავენ
დონალდ ტუსკი და ჟან კლოდ იუნკერი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავენ

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და კომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ.

„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. პრეზიდენტის პირდაპირი წესით ბოლოჯერ არჩევა, რაც სრულად საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლის ბოლო ეტაპია, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ეს იყო რთული და ხისტი არჩევნები და თქვენი ლიდერობა პოლიტიკური პოლარიზების დაძლევაში იქნება მნიშვნელოვანი.

ევროკავშირი საქართველოსთან ბრწყინვალე ორმხრივი ურთიერთობების გაგრძელებისთვის არის მოწოდებული. იმედით ვუყურებთ სამომავლო თანამშრომლობას საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციისთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური ასოციაციისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერებისთვის. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. წარმატებებს გისურვებთ ახალ ამპლუაში და ველით თქვენთან შეხვედრას“, – აღნიშნულია მილოცვის წერილში.