დონალდ ტუსკი არ გამორიცხავს, საჭირო გახდეს ემბარგოს გავრცელება სხვა უკრაინულ პროდუქტებზეც, თუ ევროკავშირი არ იპოვის უფრო ეფექტურ გზებს ევროპისა და პოლონეთის ბაზრების დასაცავად
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი არ გამორიცხავს, რომ პოლონეთმა გააფართოოს აკრძალვა უკრაინული სურსათის იმპორტზე, თუ ევროკავშირი მათ არ შესთავაზებს ეფექტურ გზას პოლონეთისა და ევროპის ბაზრების დასაცავად.
„პოლონეთი ინარჩუნებს ემბარგოს უკრაინულ მარცვლეულზე. ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინულ მხარესთან, რომ არ არის გამორიცხული, საჭირო გახდეს ემბარგოს გავრცელება სხვა პროდუქტებზეც, თუ ევროკავშირი არ იპოვის უფრო ეფექტურ გზებს ევროპისა და პოლონეთის ბაზრების დასაცავად“, – აღნიშნა ტუსკმა ჩეხეთში, „ვიშეგრადის ოთხეულის“ სახელმწიფოთა ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
პოლონეთის პრემიერის თქმით, მათი ამოცანა და პასუხისმგებლობაა მწარმოებლებისა და ევროპული ბაზრის დაცვა.
პოლონელი ფერმერები ქვეყანაში უკრაინული აგროპროდუქციის იმპორტის შეჩერების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ.