დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ვარშავა მიგრანტების განაწილების ევროკავშირის მექანიზმს არ მიიღებს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ვარშავა არ მიიღებს მიგრანტების განაწილების ევროკავშირის მექანიზმს იმის მიუხედავად, რომ ევროპარლამენტმა მიგრაციის პაქტი დაამტკიცა. ამის შესახებ დონალდ ტუსკმა პრესბრიფინგზე განაცხადა.
თავშესაფრისა და მიგრაციის შესახებ პაქტს ევროპარლამენტის 301 წევრმა დაუჭირა მხარი, 272 დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა, 46-მა კი თავი შეიკავა. პაქტი ათ კანონს აერთიანებს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში მიგრანტების გადანაწილების შესახებ.
მიგრაციის შესახებ პაქტი საბოლოოდ ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს. პოლონეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ რეგულაციას მხარს არ დაუჭერს.