დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ტერეზა მეის მიერ შეთავაზებული ე.წ. ჩეკერის გეგმა არ მუშაობს
დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ტერეზა მეის მიერ შეთავაზებული ე.წ. ჩეკერის გეგმა არ მუშაობს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ზალცბურგში ევროკავშირის არაფორმალური სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ტერეზა მეის მიერ შეთავაზებული ე.წ ჩეკერის გეგმა არ მუშაობს.

„ყველა ვთანხმდებით, რომ ე.წ ჩეკერის გეგმა არ მუშაობს. არსებობს პოზიტიური ელემენტები, თუმცა ეკონომიკური თანამშრომლობის ნაწილში ეს არ მუშაობს . ბრექსითის საკითხზე მოლაპარაკებებში გადამწყვეტი თარიღი არის ოქტომბერი. ოქოტმბრისთვის ჩვენ ველოდებით მაქსიმალურ შედეგს“,- განცხადა ტუსკმა.

ევროკავშირის ლიდერები თვლიან, რომ ტერეზა მეის მიერ შეთავაზებული გეგმა ევროპის ერთიან ბაზარს საფრთხეს უქმნის.

შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.