დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ გერმანიის გადაწყვეტილება სახმელეთო საზღვრებზე კონტროლის დაწყების შესახებ ვარშავისთვის მიუღებელია და „დე ფაქტო შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას ნიშნავს“
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ გერმანიის გადაწყვეტილება ყველა სახმელეთო საზღვარზე კონტროლის დაწყების შესახებ ვარშავისთვის მიუღებელია და „დე ფაქტო შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას ნიშნავს“.
პოლონური მედიის ცნობით, ეს განცხადება ტუსკმა პოლონელ დიპლომატებთან შეხვედრაზე გააკეთა.
ტუსკის თქმით, პოლონეთს არ შეუძლია, დაეთანხმოს გერმანიის გადაწყვეტილებას.
„ჩვენ თხოვნით მივმართავთ სხვა ქვეყნებს, რომლებზეც გავლენას მოახდენს ბერლინის ეს გადაწყვეტილებები, რომ სასწრაფოდ გაიმართოს გერმანიის სახელმწიფოს ყველა მეზობელთან კონსულტაციები ამ საკითხზე ევროკავშირის საპასუხო ქმედებების თაობაზე“, – აღნიშნა ტუსკმა.
ცნობისთვის, 9 სექტემბერს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ ბერლინი სასაზღვრო კონტროლის გერმანიის ყველა საზღვარზე აღადგენს.