დონალდ ტუსი მაიკ ჯონსონს მოუწოდებს, დაამტკიცოს უკრაინის დახმარების კანონპროექტი
უკრაინის ქალაქ ოდესაში გუშინ განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს მოუწოდა, საბოლოოდ დაამტკიცოს უკრაინის დახმარების კანონპროექტი.
როგორც ტუსკი აღნიშნავს, ჯონსონს ურჩევს, რომ გადახედოს ოდესაზე რუსეთის დარტყმის შედეგებს.
„შეხედეთ ოდესას, სპიკერო ჯონსონ. კიდევ რამდენი არგუმენტი გჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად?“ – აღნიშნავს დონალდ ტუსკი.
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო იერიშს 20 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 73 დაშავდა. ოდესაში დღეს გლოვის დღეა.