დონალდ ტრამპის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ევროპას მოსთხოვს, აშშ-ს აუნაზღაუროს ყველა ხარჯი, რომელიც საჭიროა უკრაინაში გაგზავნილი შეიარაღების მარაგის შესავსებად
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ევროპას მოსთხოვს, აშშ-ს აუნაზღაუროს ყველა ხარჯი, რომელიც საჭიროა იმ შეიარაღების მარაგის შესავსებად, რაც ვაშინგტონმა უკრაინაში გააგზავნა. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა წინასაარჩევნო ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ისინი ამას უკვე დღეს უნდა აკეთებდნენ, მაგრამ ჯო ბაიდენი ძალიან სუსტია და მას პატივს არ სცემენ, ის ამას ვერც კი ითხოვს. თეთრ სახლში როცა დავბრუნდები, პირველივე დღეს დავაბრუნებთ პოლიტიკას, რომელიც ამერიკის ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებს. აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის მთავარი ინტერესი არის მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ გვსურს, რომ ხალხი აღარ კვდებოდეს“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის თქმით, ევროპელი მოკავშირეები უკრაინის დახმარებაზე, აშშ-თან შედარებით, ძალიან ცოტას ხარჯავენ.