დონალდ ტრაპი აცხადებს, რომ ვაშინგტონი და ბანგკოკი ბავშვების გადარჩენის ოპერაციისას მჭიდროდ თანამშრომლობენ
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრაპის თქმით, ვაშინგტონი და ბანგკოკი მღვიმიდან ბავშვების გადარჩენის ოპერაციის მიმდინარეობისას მჭიდროდ თანამშრომლობენ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
„აშშ ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს ტაილანდის ხელისუფლებასთან, რათა დაეხმაროს ყველა ბავშვს გამოქვაბულის დატოვებაში. ძალინ მამაცი და ნიჭიერი ხალხია“- წერს ტრამპი.
მანამდე პენტაგონში დაადასტურეს, რომ სამაშველო ოპერაციაში 36 ამერიკელი სპეცრაზმელი და მაშველი მონაწილეობს. ისინი ტაილანდში იაპონიაში მდებარე ამერიკული ბაზიდან ჩავიდნენ.