დონალდ ტრამპზე მომზადებულ რეპორტაჟში დაშვებული შეცდომის გამო, ABC-ის ჟურნალისტმა სამსახური დატოვა
ამერიკული ტელეკომპანია ABC ის ჟურნალისტმა ბრაიან როსმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე მომზადებულ რეპორტაჟში დაშვებული შეცდომის გამო სამსახური დატოვა.
ჟურნალისტი პრეზიდენტზე მომზადებულ რეპორტაჟში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ამბობდა, რომ 2016 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა მაიკლ ფლინს, რომელიც მოგვიანებით პრეზიდენტის მრჩეველი გახდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, სთხოვა, რომ კონტაქტი დაემყარებინა რუსეთის წარმომადგენლებთან. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 69 წლის ჟურნალისტმა ტელევიზიის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო. მასთან ერთად თანამდებობა დატოვა პროდიუსერმა რონდა შვარცმა. თავად როსი ტელეკომპანია ABC-ში 20 წელი მუშაობდა.