დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე კიმ ჩენ ინი ვიეტნამს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე კიმ ჩენ ინი ვიეტნამს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ჯერ უცნობია, როდის ჩავა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ვიეტნამში, თუმცა დიპლომატიური უწყების ცნობით, ვიზიტი უახლოეს დღეებში შედგება.
ამასთან ერთად, ვიეტნამის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება კიმ ჩენ ინის და ტრამპის სამიტისთვის ემზადება.
ამერიკის შეერთებული შტატების და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების მეორე ისტორიული სამიტი 27-28 თებერვალს ჰანოიში შედგება. დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს პირველად სინგაპურში, 2017 წლის 12 ივნისს შეხვდნენ.