დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის დროს ერთდროულად რამდენიმე დემონსტრაციაა დაგეგმილი
ჰელსინკიში დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის დროს ერთდროულად რამდენიმე დემონსტრაციაა დაგეგმილი. ამის შესახებ ფინეთის სამართალდამცავი უწყება აცხადებს.
„ამ მომენტისთვის მზადდება მინიმუმ ოთხი დემონსტრაცია. აქტივისტების ერთი ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ფოლადსა და ალუმინზე დაწესებული ტარიფების, ასევე რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გაპროტესტებას აპირებს. ცალკე დემონსტრაციას გამართავენ რუსულენოვანი მცხოვრებლები. ამასთან, იგეგმება ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციის აქციაც“, – განაცხადა ჰელსინკის პოლიციის კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღვანელმა, უჰა ჰაკოლამ.
ჰელსინკის პოლიცია აცხადებს, რომ თარიღის მოახლოებასთან ერთად, დემონსტრაციების რიცხვი გაიზრდება. ფინეთს კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო ღონისძიებების ორგანიზატორებმა თხოვნით სამართალდამცავ უწყებებს მინიმუმ ექვსი საათით ადრე უნდა მიმართონ.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ჰელსინკიში 16 ივლისს არის ჩანიშნული.