დონალდ ტრამპსა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
აშშ-ის პრეზიდენტსა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. დონალდ ტრამპმა და ნარენდრა მოდიმ ჩრდილოეთ კორეის, მალდივებისა და ავღანეთის საკითხები განიხილეს.
მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მზაობას, განაგრძონ ერთობლივი მუშაობა ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების გამტკიცებისა და კეთილდღეობისთვის. ლიდერებმა შეშფოთება გამოთქვეს მალდივებზე არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო.
ასევე, მოსაზრებები გაცვალეს მიანმარში არსებულ ვითარებასა და როჰინჯას ხალხის პრობლემის გადაჭრის გზებზე. პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა განიხილეს შემდგომი ნაბიჯები ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების კუთხით.