დონალდ ტრამპსა და ემანუელ მაკრონს შორის ლიბანის საკითხზე სატელეფონო საუბარი გაიმართა
დონალდ ტრამპსა და ემანუელ მაკრონს შორის ლიბანის საკითხზე სატელეფონო საუბარი გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა ლიბანში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობას იმისთვის, რომ აფეთქების შედეგად დაზარალებულ ლიბანს დახმარება აღმოუჩინონ.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, საფრანგეთი ლიბანის დახმარების საკითხზე საერთაშორისო კონფერენციას მოაწყობს. გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც დაესწრება.

4 აგვისტოს მომხდარ აფეთქებას ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში 135 ადამიანი ემსხვერპლა, 5 000-მდე კი, დაშავდა. ამონიუმის გვარჯილის საცავის აფეთქებამ ბეირუთის ნახევარი დაანგრია ან დააზიანა. ზარალი ხუთ მილიარდ დოლარად ფასდება.