დონალდ ტრამპს სურს, რომ უკრაინამ და ჩინეთმა ბაიდენების საქმეზე გამოძიება დაიწყონ
დონალდ ტრამპს სურს, რომ უკრაინამ და ჩინეთმა ბაიდენების საქმეზე გამოძიება დაიწყონ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს, რომ უკრაინამ და ჩინეთმა ჯო და ჰანთერ ბაიდენების საქმეებზე გამოძიება დაიწყონ.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, საქმე ეხება თაღლითურ გარიგებას, რადგან აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის შვილს ენერგეტიკაში არავითარი ცოდნა არ გააჩნდა და ყოველთვიურად ხელფასის სახით 50 ათას დოლარს იღებდა.

ტრამპი ფიქრობს, რომ ბაიდენებმა ძალიან მკაცრი პროკურორი თავიდან აიცილეს.

„ვფიქრობ, რომ ბაიდენი ძირს ეშვება. თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ, რომ არის ბევრი ქვეყანა, რომლებსაც ისინი ატყუებენ, ისევე როგორც მოიქცნენ უკრაინაში და ჩინეთში. ძირითადად ისინი სინამდვილეში აშშ-ის მიმართ იქცევიან თაღლითურად და ეს არ არის კარგი. ალბათ, სწორედ ამიტომ ჩინეთს ჰქონდა კარგი შეთანხმება წლების განმავლობაში, რომლითაც ჩინეთი ძარცვავს აშშ-ს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.