დონალდ ტრამპს ნიუ იორკის გენერალური პროკურორის ოფისში დღეს კიდევ ერთ საქმეზე დაკითხავენ
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ იორკის გენერალური პროკურორის ოფისში სამოქალაქო თაღლითობის საქმეზე დაკითხვაზე მივიდა. ტრამპს ბრალი 250 მილიონი დოლარის ოდენობის სამოქალაქო თაღლითობაში ედება.
ჩვენების მიცემის პროცესი დახურულ კარს მიღმა გაიმართება. გენერალური პროკურორის ოფისთან აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბანერებით რამდენიმე აქტივისტი დახვდა, რომლებიც სკანდირებდნენ, რომ არ შეიძლება, ვინმე კანონზე მაღლა იდგეს.
აღნიშნული სარჩელით დონალდ ტრამპს ადანაშაულებენ ათწლეულების განმავლობაში ქონებრივი ღირებულებებით მანიპულირებაში საგადასახადო შეღავათების მისაღებად.
საქმის სასამართლო პროცესი 2 ოქტომბერსაა ჩანიშნული.