დონალდ ტრამპს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა და პასუხი უარყოფითია.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ვირუსზე ტესტის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიის პრეზიდენტის დელეგაციის რამდენიმე წევრს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. გასულ კვირას დონალდ ტრამპმა ბრაზილიის პრეზიდენტსა და მის დელეგაციას უმასპინძლა.
„დელეგაციასთან შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ პრეზიდენტს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.