დონალდ ტრამპს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ ბრალს
დონალდ ტრამპს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ ბრალს

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დღეს ოფიციალურად ბრალს წაუყენებენ, ამჯერად 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შედეგების გაუქმების მცდელობისთვის.

კერძოდ, ტრამპს ბრალს წაუყენებენ ოთხი ეპიზოდით, მათ შორის არის შეთქმულება ქვეყნის მოტყუების მიზნით, მოწმეზე ზეგავლენა და შეთქმულება მოქალაქეთა უფლებების წინააღმდეგ.

ექსპრეზიდენტს სასამართლოში ადგილობრივი დროით 16:00 საათისთვის ელოდებიან. წინასწარი ინფორმაციით, ის ბრალის აღიარებას არ აპირებს, თუმცა გაივლის ფორმალურ პროცედურებს, რაც თითის ანაბეჭდების აღებას და პირადი მონაცემების შევსებას გულისხმობს.

თავად დონალდ ტრამპმა მის წინააღმდეგ ბრალდებებს უპრეცედენტო უწოდა.